უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2019 17:21
font-size

რატომ ინიშნება არასამუშაო დღეს, ფორსირებულად ჩვენი კანონპროექტის განხილვა? - ეკა ბესელია

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია არ აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხვალ, შაბათ დღეს ჩანიშნულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიტანოს.

,,შაბათს დანიშნული სხდომა საჭიროებს განმარტებას. რატომ ინიშნება არასამუშაო დღეს, ფორსირებულად ჩვენი კანონპროექტის განხილვა? ჩემთან არავის უწარმოებია კონსულტაცია. ვართ ამ კანონპროექტის 13 ხელმომწერი. არცერთ ჩვენგანთან კონსულტაცია არ გამართულა, არავისთან შეთანხმებულა ეს არასერიოზული გადაწყვეტილება, რომ მოიშორონ თავიდან ჩვენი კანონპროექტი. ეტყობა სურთ, რომ ჩვენი კანონპროექტი შემდგომ სასესიო კვირას გაიტანონ, რათა შემდეგ ჩააგდონ. ასე არ გამოვა. ხვალ ჩვენ არ გავიტანთ ამ კანონპროექტს. კარგად წაიკითხონ, კარგად იმეცადინონ, გაერკვნენ, რა წერია ამ კანონპროექტში და დაინიშნება განხილვა სამუშაო დღეს. როგორც წესი და რიგია, ისე წარვადგენთ ამ კანონპროექტს”, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

პარლამენტი დღეიდან იმ სამი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებია გაწერილი.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის 6-მა დეპუტატმა მოამზადეს, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

22 მაისი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა

მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ - ირაკლი ღარიბაშვილი

22 მაისი, 2019 , 10:20

2020 წელს არჩევანი ისევ ორ ძალას შორის იქნება გასაკეთებელი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა&ld

ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

21 მაისი, 2019 , 12:50

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატული მოძრაობის“ პ

ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

20 მაისი, 2019 , 19:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარ

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ეწვევა

20 მაისი, 2019 , 17:40

დღეს, 20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

20 მაისი, 2019 , 17:20

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან განიხ