უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2019 16:15
font-size

რატომ ცემეს ექიმი მაღალაშვილი

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა და მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა.

დაპირისპირების შემდეგ ქირურგი პირველ კომენტარს “კურიერთან” აკეთებს.

მაღალაშვილი ინციდენტში ქალის მონაწილეობას არ ადასტურებს, მისი თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

“ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ არის რაღაცა საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქითაც არ შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ქონია იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ჰყოლია მას ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედიაო, გარანტიებიო? რომ გავიდა კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი.

ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა, რომ მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში ასეთი რამ და არც ქალაქის ჯანდაცვის, არც სამინისტროს მხრიდან კითხვაც არ ყოფილა, რა მოხდა,” – განაცხადა გიორგი მაღალაშვილმა.

სამედიცინო დაწესებულებაში ექიმზე თავდასხმის ფაქტს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა:

“ვგმობთ მომხდარ ფაქტს, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ექიმი ასრულებს თავის პროფესიულ საქმიანობას. მსგავსი ფაქტები რომლებიც საკმაოდ გახშირდა ბოლო პერიოდში ვნებს ზოგადად საზოგადოებას, იმიტომ რომ ექიმსა და პაციენტს შორის იწვევს უნდობლობას,” – განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმი საოპერაციო ბლოკიდან გამოვიდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაზარალებულმა ექიმმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. (რუსთავი 2)

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა

15 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსულ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

15 ივლისი, 2020 , 15:21

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „აისი“-ს პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნ

ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი - სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი, 2020 , 15:13

მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქ

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება

15 ივლისი, 2020 , 13:34

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი დაუჯდებათ. როგორც ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის

თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება - გიგლა მიქაუტაძე

15 ივლისი, 2020 , 12:43

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ

ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში, „თოკების პარკით“ სარგებლობა უკვე შესაძლებელია

15 ივლისი, 2020 , 11:49

ვიზიტორებს ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონით, „თოკების პარკით“ სარგებლობა უკვე შეუძლიათ. ვიზიტორებმა ატრაქციონზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე