უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2017 12:20
font-size

რატომ უნდა ვისარგებლოთ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშით?

ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შესაძლებელია ფულისა და ფასიანი ქაღალდების შენახვა.

აღნიშნული სერვისი მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს.

ნოტარიუსთა პალატამ, ბანკებთა მოლაპარაკების შედეგად, მიაღწია იმას, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშის დაყადაღების შემთხვევაში, მოქალაქის მიერ დეპოზიტზე შენახული თანხას ყადაღა არ დაედება, რაც მოქალაქეთა ქონების უსაფრთხოების მეტად დაცვას განაპირობებს.

გასულ კვირას პალატის ხელმძღვანელობა ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის უნდა გაიხსნას ნომინალური მფლობელობის ანგარიში, რომელიც სწორედ ამ სერვისზე იქნება მორგებული. აღნიშნული ანგარიშის გამოყენება გამორიცხავს მოქალაქეთა მიერ შენახულ თანხებზე საგადასახადო ინკასოს და/ან ყადაღის გავრცელებას.

როდის ვისარგებლოთ აღნიშნული სერვისით?

აღნიშნული სანოტარო სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია გარიგების გაფორმების დროს.

მაგალითად, არის შემთხვევები, როცა გაფორმებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, მოვიდა თანხის დაბრუნების დრო, მაგრამ მსესხებელი გამსესხებელს ვერ პოულობს, ან გამსესხებელი იმალება, არადა, ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმა ეკისრება. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელს შეუძლია, ნასესხები თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს და ჯარიმა აღარ დაეკისრება.

ასევე, არის შემთხვევები, როცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მყიდველსა და გამყიდველს შორის წარმოიშობა დავა - მყიდველს არ სურს თანხის გადახდა ქონების უფლების რეგისტრაციამდე, ხოლო გამყიდველიც თანხის მიღებამდე თავს იკავებს ქონების რეგისტრაციისგან. ასეთ დროს მყიდველს შეუძლია, თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეინახოს და მშვიდად დაელოდოს ნაყიდი ქონების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, არც გამყიდველს შეექმნება იმისი საფრთხე, რომ კუთვნილ თანხას ვერ მიიღებს.

რა უნდა ვიცოდეთ ფულისა და ფასიანი ქაღალდების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანისას?

ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულობების ნოტარიუსისათვის გადაცემას აქვს იგივე იურიდიული შედეგები, რაც სასამართლოსთვის გადაცემას.

ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც გადარიცხვით, ისე ნაღდი ფულით.

ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების შემდეგ ნოტარიუსი ადგენს ოქმს, სადაც მითითებულია ქონების დასახელება და ოდენობა. ასევე, მოვალის გაცხადებული მიზეზები, თუ რატომ არ შეასრულა მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.

ოქმის შედგენის შემდგომ ნოტარიუსი ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და გადასცემს მას დეპოზიტში მიღებულ საგანს.

თუ კრედიტორი უარს განაცხადებს ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულობების მიღებაზე, უარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში.

ნოტარიუსი კრედიტორის უარის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოსთხოვს დეპოზიტში შენატანის დაბრუნებას. დაბრუნების ვადა არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მიცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს, სადეპოზიტო თანხებს ნოტარიუსი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხავს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი