უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2017 15:00
font-size

რატომღაც ფაქტადაა მიღებული, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა, მაგრამ არავინ არ უშვებს, რომ აფგან მუხთარლი, შესაძლოა, უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას - ალექსანდრე ჯეჯელავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აფგან მუხთარლის მეუღლისა და ადვოკატის ბრალდებებს, რომ ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გადასცეს აზერბაიჯანს, პასუხს გამოძიება გასცემს.

ჯეჯელავას თქმით, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევასა და ჟურნალისტის ადვოკატის ვერსია ოპოზიციამ აიტაცა, რასაც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ.

„ოპოზიციის საქმე, ალბათ, ეს არის, რომ ამ პროცესის რადიკალიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ ნახეთ გერმანიისა და სხვა ელჩების განცხადება, რომ ისინი ელოდებიან გამოძიების პროცესს. შესაბამისად, გამოძიების პროცესის მიმართ ჩემი ნდობა ძალიან მაღალია და დარწმუნებული ვარ, იმ ბრალდებებს, რაც გამოითქვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლისა და ადვოკატის მხრიდან და რაც აიტაცა ოპოზიციამ, პასუხი გაეცემა გამოძიების დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება იმას, მე რა კითხვები მიჩნდება, რა თქმა უნდა, მიჩნდება კითხვები, უპირველეს ყოვლისა, იმაზე, როდესაც საქმე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხება, რატომ ცდილობს ოპოზიცია ამ თემის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამწვავებას და გამოდის უსაფუძვლო ბრალდებით. მთავარი შეკითხვა და მთავარი სინანული ჩემთვის არის ეს, რომ ფაქტად არის მიღებული იმის დაშვება, რომ ეს ადამიანი გაუჩინარდა თბილისის ცენტრში. შესაძლებელია, ეს ადამიანი ა პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო ბე პუნქტში, ამას რატომღაც არავინ უშვებს. თუ უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას, ამას აუცილებლად პასპორტის გარეშე გააკეთებდა, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.

31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

თუკი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოვლინდება გადაცდომა რომელიმე პირის მხრიდან, მას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არაა ჩვენი ხელწერა - ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი, 2018 , 17:42

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი სამართა

კანონპროექტზე გადაწყვეტილებებს მხოლოდ პარლამენტი უნდა იღებდეს, ცუდია, თუკი მთავარ როლს ეკლესიის პოზიცია თამაშობს - სულხან სალაძე

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ცუდი იქნება, თუკი კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ ეკლესიის პოზიციის გამო. მისი თქმით,

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო შექმნილი ვითარება გააცნეს და სკანდალური ჩანაწერები გადასცეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელიც თბილისში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით იმყოფება. დელეგაციას ხელმძღვანელობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ანდრეი ჰუნკ

არ მიმაჩნია, რომ რამე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს - თეა წულუკიანი კანაფის კულტივაციაზე

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საპანიკო არაფერი არ არის. „თუ ჩათვლიან, რომ ეს ნაადრევი ან საშიშია, ალბათ, მოწინააღმდეგე მხარეებსაც თავიანთი არგუმენტირ

„ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება - ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება. კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერთა სიის გაყალბებ

კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს - ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის კამათი გამოიწვია. დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ეს ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`