უკან

საზოგადოება

22 თებერვალი, 2020 14:30
font-size

რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი იყო - გიორგი გახარია

ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში იყო გმირობის უდიდესი მაგალითი და შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მიინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.

„ოჯახს მივუსამძიმრეთ და აღვუთქვით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა გვახსოვდეს, ყველაფრით გვერდში ვედეგეთ ოჯახს, რასაც ვცდილობთ გავაკეთოთ და ყველანი გავაგრძელებთ, სადაც ვიქნებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას,ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო გმირობის უდიდესი მაგალითი, ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა . შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ გვქნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ხომ რა იყო?! ქვეყნის გაერთიანება! მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომით და უბედურებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ „დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს ისტორიაში გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს“.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

3 აპრილი, 2020 , 22:28

კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა. „საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 155-მდე გაიზარდა

3 აპრილი, 2020 , 22:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 155 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი

კორონავირუსის ოთხი ძირითადი ნიშანი, როცა სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს

3 აპრილი, 2020 , 17:25

კორონავირუსით ავადმყოფობისას ოთხი ძირითადი ნიშანია, როდესაც თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახოთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამ

ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება - ლევან დავითაშვილი

3 აპრილი, 2020 , 17:10

„დღეს, მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები სახეშეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა

ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ -მაია ცქიტიშვილი

3 აპრილი, 2020 , 17:10

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა სესხების გადავადებაზე უარი განაცხადეს და თავიანთ მსესხებლებს შეღავათეაბი არ შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

3 აპრილი, 2020 , 16:35

3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი