უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2018 17:35
font-size

რაც ბევრს ილაპარაკებს რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს - ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ გურამ დონაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა. დონაძემ ბაქრაძე ტყუილში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი დანაშაულის ადგილას გასროლიდან 50 წუთში კი არა, დაახლოებით 5 წუთში მივიდა.

როგორც ბაქრაძემ IPN-ს განუცხადა, ამ მცირე ხანში ის ფიზიკურად ვერ მივიდოდა შემთხვევის ადგილზე. მისივე თქმით, დონაძემ გასროლის დროსთან დაკავშირებით იცრუა.

„ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დონაძე ამბობს, რომ 02:17 საათზე შევიდა შეტყობინება სასწრაფო დახმარებაში, რომ წერეთლის პროსპექტზე დაჭრილია ახალგაზრდა და ითხოვენ დახმარებას. დონაძემ კი დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 02:22 საათზე მოხდა გასროლა და 02:28 საათზე, ანუ 5 წუთში მე უკვე ადგილზე ვარ. თუ 02:22 წუთზე მოხდა გასროლა, 02:17 საათზე, როგორ შედის სასწრაფო დახმარებაში შეტყობინება?! ის იტყუება! რაც ბევრს ილაპარაკებს ამ საქმეზე გურამ დონაძე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს. თავს ვიკავებ და არ ვლაპარაკობ ბევრ დეტალზე, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც დონაძემ დღეს განაცხადა, ბაქრაძის ტყუილს ამხელს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

გუშინ ზაზა (ზურა) ბაქრაძემ გადაცემაში „დღის თემა“ ჩართვისას დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ დაკავებულ პირს მან ხელყუმბარა ჩაუდო და მტკიცებეულებების გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.

2004 წლის ნოემბერში საპატრულო ეკიპაჟმა წერეთლის გამზირზე გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ისხდა ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად და აღნიშნული პირები იყვნენ შეიარაღებულები, რის გამოც პოლიციელმა ბაშალეიშვილმა გაისროლა და იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. 2012 წელს განახლებული გამოძიების მიხედვით კი, აღნიშნულ პირებს იარაღი არ ჰქონდათ და ის პოლიციელებმა შემდეგ მიიტანეს შემთხვევის ადგილზე.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.