უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივლისი, 2017 11:30
font-size

რაც მეტნი ვიქნებით ევროპულ ოჯახში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში

„ჩვენი სტრატეგიის მიზანი არ არის მხოლოდ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების წარმატებით განხორციელება, ან ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობა, არამედ ჩვენი საბოლოო მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება. რაც მეტნი ვიქნებით ევროპულ ოჯახში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. ამიტომაც უნგრეთი იყო და მომავალშიც იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან 26 ივლისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პიტერ სიიარტომ სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა. შეხვედრა უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში, ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

პიტერ სიიარტომ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში საქართველოს პროგრესის დაფიქსირების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული პროცესები. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის სტაბილურ განვითარებას.

„ჩვენ ძალიან მალე გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომლისთვისაც ვებზადებით და ამის გარშემო გვინდა კონსოლიდირება მოვახდინოთ პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის და მე მოხარული ვარ, რომ ისინი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერენ და ყველა დონეზე აღნიშნავენ- ეს იქნება დეკლარაციული, თუ სხვადასხვა დონის შეხვედრები ბრიუსელსა, თუ ბუდაპეშტში.“-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ვიზიტის დასრულების შემდეგ.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი