უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2017 15:45
font-size

რაც უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება - წმინდა სინოდი

2017 წელი წმინდა სინოდმა საქართველოს მართლამდიდებელ ეკლსიასთან ბრძოლის წლად დაასახელა.

შესაბამისი განცხადება დღეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე გაკეთდა.

წმინდა სინოდის წევრების მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წევრებს შორის უთანხმოების ქონა არ არის გამორიცხული.

„რაც უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა ამ 40 წლის მანძილზე. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით ამგვარი დაპირისპირებით. ამგვარი დაპირისპირების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი.

სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ეკლესიასთან დაკავშირებულმა მღელვარე მოვლენებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხელი შეუშალა, სრულად გაეთავისებინა საიუბილეო დღეების მნიშვნელობა. თუ ეკლესიის უდიდესი წმინდანებიც კი ვერ უძლებდნენ განსაცდელს, რაღა გასაკვირია, რომ XXI საუკუნეში უმძიმესი სულიერი მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ეკლესიის წევრებს შორის ვიხილოთ მაგალითები ცდუნებისა და უთანხმოებისა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის მიმართვაში.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მედიაში გაჟღერებული ინფორმაციით, არის გამოძიების მხრიდან შესაძლო მცდელობა

ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები, თუ დამიმტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მაშინ დავიჯერებ - თეონა თამაზაშვილი

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატების ნაწილი შეიკრიბა, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც მივიდა. თეონა თამაზაშვილის თქმით, მკვლელების დადგენის ნაცვლად, ადვოკატს ებ

გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში - ამირან გამყრელიძე

23 სექტემბერი, 2020 , 16:25

ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერი, დეკემბერი და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირ

ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა - კობა გვენეტაძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიცი

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.