უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
18 მაისი, 2018 16:40
რაც უნდათ, ის დამიძახონ - დონალდ ტრამპს ევროსაბჭოს პრეზიდენტის კრიტიკა არ აწუხებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის კრიტიკა არ აწუხებს.
„გასულ წელს 151 მილიარდი დოლარი დავკარგეთ ევროკავშირთან გარიგების გამო. შეუძლიათ, რაც უნდათ, ის დამიძახონ. მაგათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, მეც გავკიცხავდი ჩემს თავს, რადგან ეს აღარ მოხდება“, - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გააკრიტიკა. ასევე ტუსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას, რომ ახალ ტარიფებს დააწესებს ევროპულ ალუმინსა და ფოლადზე.
ტუსკმა ტრამპი „ჭირვეული“ უწოდა და დასძინა, რომ „ასეთი მეგობრებით მტრები ვის სჭირდება?“.