უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2018 17:36
font-size

რაც ზაზა სარალიძემ ეს აქცია დააანონსა, მის გვერდით ვარ და არც მოვშორდები გვერდიდან, სანამ ის თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

თბილისის პარლამენტთან მიდმინარე აქციაზე სახელწოდებით #ნუმოკლავ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, სწორედ ამ აქციის მეშვეობით გაიგო მან ბევრი გამოუძიებელი საქმის შესახებ.

მან სოლიდარობა გამოუცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და აღნიშნა, რომ მის გვერდით იქნება, სანამ სარალიძე თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს.

„დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, აქ მოსვლისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის.

რაც ეს აქცია დაიწყო, ძალიან ბევრი გავიგე. ძალიან ბევრია მოკლული , ბევრი გამოუძიებელი, თაროზე შემოდებული საქმე. 50 წლის ადამიანი ვარ, მეტ-ნაკლებად წიგნი იქნება თუ რამე ისტორია მომისმენია, მე ასეთი რამე არცერთ ქვეყანაში არ გამიგია. რაც ზაზა სარალიძემ ეს აქცია დააანონსა, მის გვერდით ვარ და არც მოვშორდები გვერდიდან, სანამ ის თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რასაც ზაზა სარალიძე მოითხოვს, იმას მოვითხოვ მეც.

ორიოდე სიტყვით მინდა, ჩემზე რომ ვთქვა. მე გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, მე ორჯერ მომიკლეს შვილი. ეს ქვეყანა, ეს დუნია ასეთია , ვიღაცები კვდებიან, ვიღაცები მოდიან. მე ჩემი და ჩემი შვილის სიკვდილის კი არ მეშინოდა არასდროს, არ მეშინია, იმიტომ რომ ხალხი სულ იხოცება, არავინაა მუდმივი. ჩემი შვილი ასეთი სისასტიკით მოკლეს, თავის საწოლში მძინარე ბავშვი დახვრიტეს და ეს არ იკმარეს. ამ სუს-ში მყოფმა ადამიანებმა ტერორიზმში დაადანაშაულეს. ტერორიზმში დადანაშაულება უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე მისი სიკვდილი.

გარწმუნებთ, რომ ის არც ტერორიზმში არ იყო დამნაშავე და არც ეჭვმიტანილი, ეს სუს-ს სჭირდებოდა ასეთი თამაშის გათამაშება, და გაითამაშეს. ორმაგი თამაში ითამაშეს ერთი ტყვიით ორი კურდღელი მოკლეს, მაგრამ ძალიან ცუდად გაარტყამენ. ეს არ შერჩებათ, უნდა დაინგრეს ეს სისტემა. უნდა აგონ დამნაშავეებმა პასუხი. უნდა მოიხადონ სასჯელი ამ მკვლელობისათვის. უნდა დაისაჯოს ყველა სასტიკი სასჯელით“, -განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამჟამად თბილისის პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია ლოზუნგით #ნუმოკლავ.

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებუ

სოფელ მერეთში ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის&l

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

8 აგვისტო, 2020 , 11:35

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშ

მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს - „ქართული ოცნება“

8 აგვისტო, 2020 , 11:35

საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას, – ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხა

ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშის დაშვებას გიორგი ანწუხელიძის ოჯახი დაესწრო

8 აგვისტო, 2020 , 10:55

ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად მიაგო პატივი 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას.ღონი

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ხევსურული ფარი უსახსოვრა

8 აგვისტო, 2020 , 10:55

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ხევსურული ფარი უსახსოვრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე