უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ნოემბერი, 2020 12:45
font-size

დიალოგი თავად „ქართულმა ოცნებამ“ გამორიცხა, ხელისუფლება შანტაჟის და ულტიმატუმის ენით გველაპარაკება - ზაალ უდუმაშვილი

როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას შანტაჟის და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ოპოზიციას, დიალოგი ვერ შედგება. ოპოზიცია დიალოგისთვის მხოლოდ მაშინ იქნება მზად, თუ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი დიალოგი პრაქტიკულად გამორიცხეს თავად „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა. დავიწყოთ იქიდან, რომ უბრალოდ ცესკო-ს შენობაში მისულ რამდენიმე ათეულ ადამიანს პირდაპირ წყლის ჭავლი გაუხსნა და დაიწყო მათი დაზიანება, გუშინ ადამიანებს პირდაპირ უზღუდავდნენ გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, როდესაც ადამიანი დგას რუსთაველის გამზირზე, არ გადაადგილდება და მას 2 000-ლარიან ჯარიმებს უგზავნი. გარდა ამისა, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკება შანტაჟის და ულტიმატუმის ენით, რომ თუ ასე არ მოიქცევით, ყველანი დაისჯებით, ზოგს ციხეში გაგიშვებთ და ასეთი მუქარის ენა ისმის, რა დიალოგზეა საუბარი. ქვეყანაში ახლა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას, რომელმაც მოიპარა ქართველი ხალხის არჩევანი.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რომელ სამართლებრივ მხარეზეა ლაპარაკი, როდესაც არც ერთი ჩვენი სარჩელი არც კი განხილულა. ყველანაირი რესურსი ამოწურა „ქართულმა ოცნებამ“ და ყველანაირი პოლიტიკური კორიდორი ჩახერგა, სადაც შეიძლებოდა სამართლებრივი დავა. არ არსებობს სივრცე, რომ დღეს ქვეყანაში სამართლებრივად იდავო. ერთადერთი სივრცე, რომელიც ხელისუფლებამ დატოვა, ეს არის პროტესტი, ამიტომ გრძელდება პროტესტი.

რაც შეეხება მოლაპარაკებას, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებაზე მხოლოდ ერთი პირობით – ეს განსახილველი საკითხი იქნება ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი