უკან

კონფლიქტის ზონა

6 დეკემბერი, 2016 13:35
font-size

რაულ ხაჯიმბა, შესაძლოა, ასლან ბჟანიათი შეიცვალოს- ვახტანგ მაისაია

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, შესაძლოა, ოპოზიციური პარტიის "ამცახარას" წარმომადგენელით, ასლან ბჟანიათი ჩანაცვლდეს.

მაისაიამ პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს შემქნილი ვითარების კომენტირებისას აღნიშნა, რომ შესაძლებელია მოსკოვი სათადარიგო რეზერვს ამზადებდეს.

„მიდის ფარული მოლაპარაკებები ასლან ბჟანიასთან და, შესაძლოა, რაულ ხაჯიმბა ასლან ბჟანიათი ჩაამაცვლონ. ასლან ბჟანიას უფრო მეტი პრორუსული პოზიციები გააჩნია, ვიდრე ხაჯიმბას, რადგან ის რუს მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვისა და "როსნეტის" საძიებო გეოლოგიური სამუშაოების დაწყების მომხრეა",- განაცხადა მაისაიამ.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ბჟანია იზიარებს აფხაზეთის სუვერენიტეტის განმტკიცებას და ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის დაკარგვას.

რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით ბჟანიას პოზიციას, მაისაიას თქმით, ის კარდინალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

„ბჟანია უშიშროების სამსახურის წარმომადგენელია და კრემლის შესაბამის დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირი აქვს, აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით მისი პოზიცია, შესაძლოა, უფრო ხისტი იყოს, ვიდრე იყო ადრე ", - განაცხადა მაისაიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური პარტია „ამცახარა", რომლის პოლიტსაბჭოს წევრი ასლან ბჟანიაა, ე.წ. პრეზიდენტის გადაყენებასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. პრეზიდენტს 15 დეკემბრამდე მისცა დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრება.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. როგორც მან, რაულ ხაჯიმბასთან გამართულ შეხმევრაზე განაცხადა, პოლიტიკური ვითარება, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას შეუშლის ხელს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა