უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

10 აგვისტო, 2018 12:35
font-size

რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი დაპატიჟა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია. ამის შესახებ ხაჯიმბამ Известия-ს აუწყა.

„ქვეყნის ლიდერებთან, რომლებმაც გვაღიარეს, გაგზავნილია მოსაწვევები. კერძოდ, შესაბამისი წერილები გაგზავნილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან, ასევე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგ წარმომადგენელთან“, -აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისივე ინფორმაციით, დაპატიჟებული არიან რუსეთის ფედერაციის წარმოამდგენლები, რომლებიც „აქტიურად ეხმარებოდნენ აფხაზეთს სამხედრო მოქმედებების პერიოდში, უწევდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას“.

კრემლსა და რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურს არ დაუანონსებია პუტინისა და მედვედევის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში.

7 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დაპატიჟა პუტინი, მედვედევი, რუსეთის პატრიარქი კირილე, ასევე ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და სირიის ლიდერი ბაშარ ასადი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

22 ოქტომბერი, 2020 , 11:10

2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი, მეშვიდე გადაწყვეტილება, – ამის

2020-21 წლებისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება გაგრძელდება

17 ოქტომბერი, 2020 , 11:05

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქ

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას: ხელი შეუწყვეთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ირაკლი ბებუას გადმოყვანას

12 ოქტომბერი, 2020 , 14:10

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, მანდატის ფარგლებში მიიღონ ყველა სათანადო ზ

ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის მიუღებელია - გიორგი გახარია

7 ოქტომბერი, 2020 , 16:20

ჟენევის ფორმატი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ნაბი

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას საქართვლოს მოქალაქე“ - აქცია ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად

7 ოქტომბერი, 2020 , 12:35

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვონ გალში დაკავებული საქართვლოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, გათავისუფლება - მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. "შეცვალეს" წევრების თქმით, ბებუას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნით სირია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

6 ოქტომბერი, 2020 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას გამოეხმაურა. საგარეო უწყების შეფასებით ეს წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთ