უახლესი ამბები
- 28.01.2021 17:57მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:49დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- 28.01.2021 17:35პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
- 28.01.2021 17:35პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
- 28.01.2021 17:35`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
- 28.01.2021 17:15სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
- 28.01.2021 17:09კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
- 28.01.2021 16:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- 28.01.2021 16:45ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ისევ გადაიდო
არქივი
საზოგადოება


რაზე ესაუბრა ზურაბ აბაშიძე კარასინს
პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად; ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ვისაუბრე იმაზე, რომ იქ, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს ე.წ ბორდერიზაცია, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება არ აქვთ, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი რუსეთსა და აფხაზეთს სორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას და აღვნიშნე, რომ ეს ქართულმა მხარემ შეაფასა, როგორც დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. გამოვთქვი იმედი, რომ ამ საკითხების უფრო დეტალური და საგნობრივი განხილვა გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც იმედია, ახლო მომავალში ჩატარდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან საუბარი შეეხო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ურთიერთობების დინამიკას.
„აღინიშნა, რომ პანდემიის გამო სავაჭრო ბრუნვა გარკვეულწილად შემცირდა. განვიხილეთ სატრანსპორტო კავშირები და აქცენტი გავაკეთეთ ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვაზე ამ რთულ ვითარებაში, რამდენადაც სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებში უამრავი ქართული კომპანიაა ჩართული. ამ კონტექსტში რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება. ჩვენი პასუხი ასეთი იყო - ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა; მილიონობით ტურისტი ჩამოსულა საქართველოში და ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებთ ამის დასტურად, რას გულისხმობთ, რა სახის გარანტიებზეა საუბარი, როდესაც ასეთ შემთხვევას საერთოდ ადგილი არ ჰქონია რუსი ტურისტების მიმართ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საუბრისას ასევე განიხილეს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ და აღინიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ მცირე პროგრესია და გამოითქვა მზაობა, ხელი შეეწყოს შესაბამისი საექსპერტო ჯგუფების მუშაობას.
„ასევე, რუსეთის მხარის დაინტერესებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმეორეთ ის, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ის მუშაობს აბსოლუტურად ტრანსფარენტულ რეჟიმში, მისი კარი ყოველთვის ღია იყო უცხოელი ექსპერტებისთვის. იქ ადრე რუსი ექსპერტებიც არიან ნამყოფი. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება საქართველოში, მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია, ამიტომ სრულიად მიუღებელია ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რაც მის წინააღმდეგ არის ატეხილი რუსეთში და ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად - რუსეთის იმიჯს. ასე, რომ მომავალში, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაწყნარდება, ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები, მაგრამ სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, ასეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ადრეც გვაქვს ნათქვამი. მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2021 წლიდან იწყებენ ყაზბეგი-ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ პროექტს - რეკონსტრუქციას, რათა, როგორც მათ აღნიშნეს, ხელი შეუწყონ ტვირთების მიმოსვლას“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.

მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:57

`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:35

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
28 იანვარი, 2021 , 17:15
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
28 იანვარი, 2021 , 17:09

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს
28 იანვარი, 2021 , 16:45

„აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს“
28 იანვარი, 2021 , 15:15