უკან

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 14:25
font-size

რაზეც ამ ჩანაწერში ჩემი შვილის მეგობრები საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მას გამოძიებისთვის არ გადაუცია ის ჩანაწერი, რომელიც მან და ზვიად კუპრავამ გააკეთეს. სარალიძის განმარტებით, გამოძიებას ჩანაწერის გადაცემა არ უთხოვია.

„მე და კუპრავამ ერთად ჩავწერეთ. კუპრავას ვთხოვე და ჩავწერეთ. მე რატომ უნდა მიმეწოდებინა გამოძიებისათვის, თვითონ თუ არ მომთხოვა. აღარ ვენდობოდი პროკურორებს. ჩემი გადაწყვეტილება ის იყო, რომ წეღან რომელი ბავშვებიც დავასახელე, მქონდა ინიციატივა, რომ ჩამეწერა კიდევ სხვები და შემეჯამებინა, შემდეგ რა იქნებოდა და ვინ რას ისაუბრებდა“, – უპასუხა სარალიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის შეკითხვას: „კუპრავას მიერ გაკეთებული ჩანაწერი ახსენეთ. თქვენ თქვით, რომ გამოძიება არ დაინტერესდა და „რუსთავი 2“-ზე გავიდა ამ ჩანაწერის ნაწილი. ეს ჩანაწერი თქვენ მიაწოდეთ გამოძიებას?“.

სარალიძის თქმით, მან და ზვიად კუპრავამ ჩაწერეს დავით სარალიძის მეგობრების - დ.ნ-სა და დ.ღ-ს საუბარი. მისი თქმით, არასრულწლოვნების ნაამბობი სასამართლოზე უარყვეს.

„ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი. მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად. ჩავიწერე საუბარი და რაზეც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, – განაცხადა სარალიძემ.

სარალიძემ აღნიშნა, რომ ეჭვობდა, რომ დ.ნ-სა და დ.ღ-ს იარაღი უნდა ჰქონოდათ.

„თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ ამ ორიდან, დ.ნ-ს და დ.ღ-ს ვგულისხმობ, რომელიმეს უნდა ჰქონოდა იარაღი, რაშიც შემდეგ დავრწმუნდი. ამაში ჩემი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ დამარწმუნა, რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა წინააღმდეგობას გავუწევდი“, – განაცხადა სარალიძემ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი