უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 იანვარი, 2021 15:40
font-size

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე

დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პოზიციები იმდენად დაახლოებულია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომ აქვს მოლოდინი, რომ პოზიტიური შეთანხმება შედგება.

“თუ ასეთი შეთანხმება შედგება, ის ღია იქნება სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებისთვისაც ხელმოსაწერად. რაც ნიშნავს, რომ ამ შეთანხმებამ შესაძლოა, გაუხსნას გზა სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

რაც შეეხება ვადებს, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი უკვე რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები, შესაბამისად, რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს. გადახედონ მოლაპარაკებების პირობებს და მიიღონ საბოლოო გადაწყეტილება ამასთან დაკავშირებით.

პროცედურას განგიმარტავთ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კონკრეტულ ვადებს ფლობს რეგლამენტით, რომელიც უკვე ამოწურულია. ჩვენ გვავალდებულებს, რომ პირველივე სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანოთ კენჭისყრაზე და რა თქმა უნდა, ვისაც ვერ დაუკავშირდა კომიტეტი პოზიციის გადასამოწმებლად, მათი განცხადებების ვერიფიკაციისთვის, მათთან მიმართებაში ჩვენთვის ინდიკატორი იქნება ის ადამიანები, კენჭისყრის დღეს წარმოდგენილი იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

4 მარტი, 2021 , 20:16

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული

არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია

4 მარტი, 2021 , 19:17

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს: „არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარა

პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე

4 მარტი, 2021 , 19:00

ლელოს ერთერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და პლებისციტს კომპრომისად განიხილავენ. ასე ეხმაურება ის  ფორმულას  გადაცემა  კომენტარში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენ

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია

4 მარტი, 2021 , 18:25

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და მელიასა და რურუას გათავისუფლებაა, თუმცა კომპრომისის სახით განიხილავენ პლებისციტსაც.

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე

4 მარტი, 2021 , 17:15

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის, ისევე როგორც ქართული სიმღერისთვის, მრავალხმია

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე

4 მარტი, 2021 , 16:55

თუ პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, სერიოზულად დაელაპარაკონ არსებულ ინვესტორებს, დაარწმუნონ ისინი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში და პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში განახლდება, - ასე ეხმა