უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 თებერვალი, 2026 17:34
font-size

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა და დაასახელა ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა რძის, ხორცისa და კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებთან.

ბერეკაშვილის განცხადებით, მწარმოებელი კომპანიებისთვის პრობლემურია და გამოწვევად რჩება იმპორტირებული ნედლეულის დიდი პროცენტული წილი, ასევე მაღალი საოპერაციო ხარჯები, სუპერმარკეტების დომინირება, ნაშთებიs მართვა და საკრედიტო რესურსების სიძვირე.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებთან დაახლოებით 90% ნედლეულისა წარმოებაში იმპორტირებულია და ეს იმპორტის ინფლაციის რისკების პრობლემას ქმნის, რაც, თავისთავად, შესაძლებელია აისახოს ფასის ზრდაში; ასევე, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა, იყოს ის, რომ მწარმოებლებს კონკრეტულად ამ მიმართულებით აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, რომელიც ეხება პროდუქციის რეალიზაციას და ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებს. მათ ძვირი უჯდებათ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა სხვადასხვა ტიპის გადასახადების გამო. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის; მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა, არის ის, რომ, კონტრაქტორულ ურთიერთობებში, ჯაჭვში ამ სამ კომპონენტს შორის, ზედა წერტილზე მდგომი სუბიექტებს, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტებს, გააჩნიათ უფრო მაღალი მოლაპარაკების ძალა და პირობების დაყენების საშუალება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მწარმოებლებს; ასევე გამოვლინდა კონკრეტული პრობლემა სამუშაო კაპიტალზე, გადახდების დაგვიანებაზე, რომელიც, თავის მხრივ, იძულებულს ხდიდა აღნიშნულ კომპანიებს, რომ საკრედიტო კაპიტალი მოეზიდათ, დამატებითი რესურსი მოეზიდათ, რაც უძვირებდა პროცესს და შესაბამისად აისახებოდა პროდუქციის ღირებულებაში; ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა, რომ ნაშთების მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო რიგი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ხორცის და ძეხვეულის წარმოებაში. დანაკარგი შეადგენდა 5-6%-ს. როდესაც კომპანიას მოგება აქვს 5% და დანაკარგი 5%, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა; ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საკრედიტო რესურსის სიძვირე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

13 მარტი, 2026 , 08:52

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.   ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმ

„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მარტი, 2026 , 15:53

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად:ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელ

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე

12 მარტი, 2026 , 15:28

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ

მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

10 მარტი, 2026 , 12:49

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. &bdqu

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

10 მარტი, 2026 , 11:55

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევი

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

10 მარტი, 2026 , 11:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი