უკან

პოლიტიკა

14 აგვისტო, 2018 16:40
font-size

რეალური კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით მმართველმა გუნდმა გადაწვიტა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევისთვის გასამართ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი თქვას.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კინკლაობა უწოდა ჩვენთან საუბარს, არადა უმრავლესობა არის ის ჯგუფი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ასეთი დამოკიდებულებით აზრი არ ექნება, ფორმალობა იქნება ჩვენი საუბარი და რეალურად რეალური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩამოყალიბდეს ორი მთავარი სუბიექტი - პრეზიდენტი და პარლამენტის უმრავლესობა კანდიდატთან დაკავშირებით, ვერ მოხერხდება, როგორც ჩანს. პრეზიდენტს შეუძლია, თავად გააგრძელოს პროცესი, წარმოადგინოს კანდიდატურა და კანდიდატურიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუჭერთ თუ არა მხარს“, -თქვა ჩუგიშვილმა.

მისივე თქმით, შეინიშნება ტენდენცია, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვან პოზიციებზე თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარადგენს.

„თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე კანდიდატები, რომლებიც იყვნენ პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილები, იყვნენ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, ეს გარკვეულ სკეპტიციზმს გვიჩენს. ჩვენ არ გვინდა აპრიორი წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ ამ პროცესს, უბრალოდ ჩვენი ჩართვის შედეგს ვერ ვხედავთ. რეალურად ვერ ვხედავთ, რომ ეს რაიმეს მომტანია და რეალურად მომართულია ადმინისტრაცია უმრავლესობასთან სალაპარაკოდ“, -თქვა ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე, პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილება შეცვალა.

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`