უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2019 15:20
font-size

რე|ბანკის და Dog Organization Georgia-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

რე|ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში DOG (Dog Organization Georgia) - თან ერთად ახალ, სასარგებლო პროექტს განახორციელებს: DOG-ის თავშესაფრის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ვეტერინარული ოთახი, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს ვაქცინაციას და პირველად დახმარებას აღმოუჩენს.

DOG უკვე ცხრა წელია, რაც თავშესაფრით უზრუნველყოფს მიუსაფარ ძაღლებს, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას საკუთარი რესურსით ვერ ახერხებდა. რე|ბანკის მხარდაჭერით უახლოეს მომავალში DOG ამ ფუნქციასაც შეითავსებს.

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვას. ამასთანავე, რე|ბანკის ყველა ფილიალი ღიაა შინაური ცხოველებისთვის და მომხმარებლებს საბანკო მომსახურების მიღება აქ თავისუფლად შეუძლიათ თავისი ოთხფეხა მეგობრის თანხლებით,“ - აცხადებს რე|ბანკის პიარის და მარკეტინგის უფროსი სპეციალისტი დიანა თიგიშვილი.

“მოხარული ვართ, რომ რე|ბანკმა ჩვენთან თანამშრომლობაზე შეაჩერა არჩევანი თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს ვეტ-დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვისაც ყველაზე ნაკლებად აქვს ამის შესაძლებლობა. რე|ბანკი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იზრუნოს და უთანაგრძნოს კომპანიამ ჩვენს დაუცველ ოთხფეხა მეგობრებს.” - ამბობს სარა კემეცსეი, Dog Organization Georgia.

რე|ბანკი პაშა ბანკის ახალი, საცალო ქვე-ბრენდია, რომლის ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში.

NS

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!