უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ივნისი, 2017 15:20
font-size

„რედისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 90-ზე მეტი დელეგატი და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი CAREC-ის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის მოსამზადებელი პროცედურების განხილვა იყო. მთავრობის წარმომადგენლებმა, თავიანთი სფეროების შესაბამისად, გამოთქვეს მოსაზრებები და დასახეს სამომავლო აქტივობები სტრატეგიის ფარგლებში.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნა. „დღეს საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ იმართება. CAREC-ს კოორდინატორი წელს ტაჯიკეთია, მაგრამ საქართველო, როგორც შეხვედრების პლატფორმა, ვმასპინძლობთ დღევანდელ შეხვედრას. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის თანამშრომლობა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან სხადასხვა ეკონომიკური და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების მიმართულებით, ასევე ვთანამშრომლობთ ვაჭრობასა და საბაჟო სფეროებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რათა ქვეყნებს შორის განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ერთმანეთის პროდუქციის განთავსებას აღნიშნულ ბაზრებზე“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შონ სილვერმა. „დღეს ჩვენ ვსაუბრობთ CAREC-ზე, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობას გულისხმობს. ყველა ქვეყანა, მათ შორის ცენტრალური აზია, კავკასია და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანა ერთმანეთთან თანამშრომლობის გამტკიცებაზე მსჯელობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ვაჭრობა. დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, როგორიც ახალი სტრატეგიიის შემუშავებაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო პროცესში აქტიურად ჩაერთვება, როგორც პროგრესული ქვეყნა და დაგვეხმარება, გავხდეთ ლიდერები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე ქვეყნის ჩართულობა, საქართველოსთან ერთად, CAREC-ს დამატებით სარგებელს მოუტანს“- აღნიშნა შონ სილვერმა.

საქართველო CAREC-ს რეგიონული ორგანიზაციაში 2016 წლის ოქტომბერში შეუერთდა და მისი მე-11 წევრი გახდა. საქართველოს გარდა, ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვდასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი