უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 თებერვალი, 2017 18:30
font-size

რეფერენდუმი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით - „გირჩის“ ახალი ინიციატივა

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც უკავშირდება საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

აბაშიძის თქმით, ამ საკითხის რეფერენდუმზე გაყვანის შემთხვევაში, საერთო-სახალხო გამოკითხვა ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გაიმართება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ და ესაა ჩვენი ახალი ინიციატივა, რომ წელს, ოქტომბერში, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი და სააქართველოს მოსახლეობამ გასცეს იმ კითხვას პასუხი, უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკის მომხმარება. ჩვენ ვაპირებთ, რომ მივმართოთ შესაბამისი განცხადებით ცესკოს, სადაც შევეცდებით, დავარეგისტრიროთ ეს საკითხი, როგორც რეფერენდუმის კითხვა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აბაშიძის თქმით, საკითხის დარეგისტრირების შემდეგ მისი პარტია დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას. „გირჩის“ ლიდერის აზრით, ინიციატივა 200 000-ს ხელმოწერას შეაგროვებს.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

თუ რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხს მოსახლეობა მხარს დაუჭერს, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა მისი გამოქვეყნების დღიდან და მას ექნება იურიდიული ძალა.

რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა მხოლოდ ხელახალი რეფერენდუმითაა შესაძლებელი. ასევე მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ბათილად სცნოს მისი შედეგები.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი