უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 ივნისი, 2017 12:15
font-size

რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლილებების შეტანა საგადასახადო სისტემაში - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის მოთხვნას პასუხობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რეფერენდუმის გარეშე საგადასახადო სისტემაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იქნება.

„სულ მცირე, კონსტიტუციაში იქნება გრძელვადიანი დათქმა, რის საფუძველზეც რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლილებების შეტანა საგადასახადო სისტემაში. არის ორი ალტერნატიული ინტერესი და ორი ალეტერნატიული არგუმენტაცია - მმართველობითი და სამართლებრივი კუთხით. რა თქმა უნდა, უმჯობესია ასეთი ნორმა არ არსებობდეს კონსტიტუციაში იმიტომ, რომ დაკავშირებულია საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპთან, მთავრობის კომპეტენციების შესაბამისად მოწესრიგების პრინციპთან. მეორე მხარეს დგას ეკონომიკური ინტერესები.

ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაგრძელდეს მაღალი ტემპით ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარების დინამიკა. ამიტომ აუცილებელია ის გზავნილი, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციაში გადასახადების ხელშეუხებლობის კუთხით, დარჩეს ძალაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასულ კვირას თორმეტმა ბიზნესასოციაციამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ კონსტიტუციაში 94-ე მუხლის უცვლელად დატოვება მოითხოვეს, რომლის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის, ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ისინი აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის.

მუხლის გაუქმების ინიციატორების - სოციალ დემოკრატების თქმით კი, ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, განსაზღვროს ქვეყნის საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკა.

ისინი ბიზნესგაერთიანებებს 19 ივნისს საკითხზე დისკუსიას სთავაზობენ.

მონიკა დავლიანიძე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი