უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2020 15:20
font-size

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც ქვეყანას ბევრი რეფორმის გატარება და შრომა მოუწევს.

„დემოკრატიზაციის პროცესი რთული პროცესია. საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ უნდა ავითვისოთ, ამ ყველაფრის ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ.

საქართველო, მისი ევროატლანტიკური ვექტორიდან გამომდინარე, შეიძლება შემდგომი 10, 15 წელი მუდმივი რეფორმების პროცესში იყოს. რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ქვეყნის სამართლებრივი, ინსტიტუციური მოწყობა, ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედია სივრცე, უახლოესი წლების განმავლობაში მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს.

ჩვენი ძირითადი მიზანია როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სრულფასოვანი წევრობა,რისთვისაც ბევრი რეფორმის გატარება და ბევრი შრომა მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი - რომან გოცირიძე

5 აგვისტო, 2020 , 17:51

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურ

მიშას დაბრუნება არ შეიძლება, მაგრამ ვანიშვილი უნდა წავიდეს -გედევან ფოფხაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:55

“ყველა განცხადება, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა,” - ამის შესახებ პარტიის „ჩვენი საქართველო-სო

„ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება - ბადრი ჯაფარიძე

5 აგვისტო, 2020 , 14:25

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინ

`სტრატეგია აღმაშენებლის` განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას კახა ლაბუჩიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:27

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პოლიტიკური პლატფორმის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის ანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც კახა ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში წერს, ანა კობახიძის განცხადება მცდარია და მოსახლეობის

დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ! - ანა კობახიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:10

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის, პარტიის საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელის ანა კობახიძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა სამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ ადმინისტრაც

სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას - ნინო ბურჯანაძე

3 აგვისტო, 2020 , 16:20

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა,” - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე