უკან

ეკონომიკა

30 მაისი, 2018 16:55
font-size

რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე - მამუკა ბახტაძე

ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას. როგორც მან აღნიშნა, აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა და ეს ძალიან კარგი შედეგია.

„მინდა აღვნიშნო, რომ პოზიტიური იყო პირველი კვარტლის მონაცემებიც. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დარჩენილი პერიოდი, 2018 წლის ბოლომდე, გაგრძელდება მსგავსი ტრენდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. მინდა გავიმეორო ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია თვითონ ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომ ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, თანაბრად გადანაწილდეს ყველა მოქალაქეზე და მივიღოთ საქართველოში ინკლუზიური ტიპის ეკონომიკური ზრდა. ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი