უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 აპრილი, 2017 15:10
font-size

რეფორმების მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკისგან საქართველოს ბიუჯეტში 100 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი გრანტი შემოვა - პრემიერი

ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა დელეგაცია აშშ-დან, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC), რომლის თანადგომითა და უშუალო მხარდაჭერით საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, საქართველოს მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.

,,მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისათვის.

საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მლნ ევროს რესურსი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებითაც. ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების სპეციალურ პროგრამაში - InnovFin ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს. 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე და თანხამ 1 მლრდ ევროს მიაღწია.

ასევე მნიშვნელოვანია ის დადებითი შეფასება, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ მიიღო.

მთლიანობაში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა დადებითად შეფასდა მსოფლიოს სამი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოს - Fitch Ratings; Moody’s; S&P-ის მიერ. ყველა სააგენტოს მიერ არის აღნიშნული პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბევრ სექტორში, მათ შორის - წარმოების განვითარების ხელშეწყობაში, ექსპორტში, ტურიზმში, ფულადი გზავნილების მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაში და ა.შ. მთლიანობაში, ის ძალიან დიდი პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ყველა კომპონენტი არის სწორად სტრუქტურირებული, მათი შესრულება არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მიმართულების ნაწილში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის მეტ კეთილდღეობას’’, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე