უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივნისი, 2019 16:19
font-size

რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ, ეროვნულმა ბანკმა ადექვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს -ირაკლი კოვზანაძე

საქართველოს საბანკო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, კი ეროვნული ბანკი, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში“ წარადგინეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, დადებით რეპუტაციაზე მიუთითებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში და მხარდაჭერა, რომელიც მან ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოხატა გატარებული რეფორმების გამო.

„ცხოვრება მაინც წინ მიდის, ქალბატონ ლაგარდის ნათქვამს რომ დავესეხო, ჩვენ რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ. ეროვნულმა ბანკმა, მისმა ხელმძღვანელობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ დროული და ადექვატური პასუხები გასცეს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ტურისტულ სექტორში ამჟამად მიმდინარე მოვლენებისა და ლარის კურსის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 19:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფ

მაია ცქიტიშვილს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს პარლამენტში იბარებენ

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიი

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა გამართა ტოკიოს მერთან, რომელთანაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვ

გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან - მამუკა ხაზარაძე

21 ოქტომბერი, 2019 , 16:50

“ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება,“– ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „ლელოს&l

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა 2019 წლის 21 ოქტომბერს ქ. ლონდონში ხელი მოაწერეს „საქართველოსა დ

ვახტანგ მახარობლიშვილი სუამ–ის გენერალურ მდივანს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:00

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სუამ–ის ეროვნულმა კოორდინატორმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ–ის გენერალურ მდივანთან