უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 სექტემბერი, 2019 13:50
font-size

რეგიონებში საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები იწყება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.

კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს.

ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი:

13 სექტემბერი - თელავი, 13:00 სთ., თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 14 სექტემბერი - რუსთავი, 14:00 სთ., დრამატული თეატრი; 15 სექტემბერი - ახალციხე, 14:00 სთ., სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 22 სექტემბერი - გორი, 12:00 სთ., გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; 22 სექტემბერი - მცხეთა, 15:00 სთ., კულტურის ცენტრი „სვეტი“; 24 სექტემბერი - ბათუმი, 14:00 სთ., ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 25 სექტემბერი - ოზურგეთი, 14:00 სთ., ფოლკლორის ცენტრი; 26 სექტემბერი - ზუგდიდი, 14:00 სთ., მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე; 27 სექტემბერი - ქუთაისი, 14:00 სთ., ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 28 სექტემბერი - ამბროლაური, 14:00 სთ., კულტურის ცენტრი; 30 სექტემბერი - თბილისი, 16:00 სთ., ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი.

საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული

18 სექტემბერი, 2020 , 14:20

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ქართული თხი

გორში მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროს ქალი გადაარჩინეს

17 სექტემბერი, 2020 , 14:10

გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გორის ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და

ატენის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

17 სექტემბერი, 2020 , 11:10

30-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას ატენის ტყეში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერა არ არსებობს და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზა

დავით ბაქრაძემ დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატად შალვა ნათელაშვილის შვილი წარადგინა

15 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დუშეთში, პარტიის მხარდამჭერებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი "ლეიბორისტული პარტიიდან", ბექა ნათელაშვილი წარუდგინა, რომელსაც "ევროპული საქართველო" მხარს უჭერს. დავ

მთიანაჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

14 სექტემბერი, 2020 , 16:45

მთიანაჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down H

გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია - მარინა ეზუგბაია

14 სექტემბერი, 2020 , 12:15

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გორსა და სოფელ მატანში ინფიცირების შემთხვევები 5 სექტემბერს გორში გამართულ 100-კაციან ქორწილს უკავშირდება. ეზუგბაია მოქალაქეებს კვლავ