უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, საიმედო და მყარი დასაყრდენი გვყავს -კორპორაცია Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარე

„რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, საიმედო და მყარი დასაყრდენი გვყავს“- ეს განცხადება ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდმარემ ვან იმ „საპარტნიორო ფონდსა“ და Sino Sure-ს შორის ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ხელმოწერის ცერემონია დღეს პეკინში შედგა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ჩინური მხრიდან ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure -ს საბჭოს თავმჯდომარე ვან ი, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან ჭციანი და ასევე, სადაზღვევო, რისკების მართვის, განვითარებისა და სტრატეგიის და საინვესტიციო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ქართული მრიდან კი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და ის რეიტინგები გააცნო, რომელთა მიხედვით, საქართველო საერთშორისო ბაზარზე უპირატეს პოზიციებს იკავებს. თავის მხრივ, კორპორაცია Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, მათ საიმედო და მყარი დასაყრდენი ჰყავთ. კორპორაცია Sino Sure-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ესპორტის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ მიერ გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩინელ კონტრაქტორებთან და ჩინურ ბანკ „აისიბისის“-თან თანამშრომლობის გარდა, დაზღვევის მიმართულებით ჩინეთის უმსხვილესი სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის მონაწილეობაც განიხილება.

ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის ოფიციალური დელეგაცია პეკინში ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა.

საკვანძო სიტყვები:

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი