უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 მაისი, 2018 16:25
font-size

რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები - გიორგი კვირიკაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია და მომავალი რეფორმების სიაში პირველ ადგილს იკავებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ პირველი ყოველწლიურ ფორუმი დღეს – ევროპის დღეს იმართება.

მან ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გეგმებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია, ის სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი თვითმმართველობის ახალი კანონის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და, რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას და განვითარებას, მათ შორის, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებას და კომპეტენციების გამიჯვნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული რეფორმა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან მთავარი ამოცანაა ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის.

„ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი გახლავთ ეს რეფორმა მომავალი რეფორმების რიგში, მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ და უკვე ზურგს უკან გვაქვს მნიშვნელოვანი ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა გახლავთ ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის და ეს უთანასწორობა, რაც გაქვს დღეს, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან რეგიონებში კვალიფიციური კადრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის რეფორმას ადამიანური რესურსი სჭირდება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი იქნება.

„ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით მეტი კომპეტენცია. არავინ მინდა მიიღოს შეურაცხყოფად ეს, მაგრამ რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები, გვყავს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით მეტი გვინდა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას, იყვნენ მოტივირებულნი თავიანთ რეგიონებს, სოფელს და რაიონს ემსახურონ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს, ასევე, ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოებს რეფორმის განხორციელების პროცესში დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ მთავრობა თავისი ოთხპუნქტიანი გეგმით და განსაკუთრებით, სივრცითი დაგეგმარების გეგმით, დიდ წვლილს შეიტანს აღნიშნული რეფორმის განვითარებაში.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ ძირითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკვე რეგიონებზე. დღესაც ბევრი პროექტი მიმდინარეობს – წყალმომარაგების, გაზიფიცირების, რეგიონული გზების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინების, მაგრამ მომავალში ეს ყველაფერი რამდენიმე გზის გაიზრდება, გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტიდან, რომ რეგიონული დაფინანსება ორჯერ გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში და მთლიანი შიდა პროდუქტიც გაიზრდება ამ პერიოდში, მაგრამ, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ შიდა პრიორიტეტებში გადანაწილება უკვე ცენტრალური სატრანზიტო მაგისტრალებიდან და ინფრასტრუქტურიდან მოხდება კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა პარლამენტს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ყოველწლიური ფორუმის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივა დინამიურგანვითარებას ჰპოვებს და მასში აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი