უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 აპრილი, 2018 17:30
font-size

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ტაქსების შესახებ რეგულაციები მეორე მოსმენით განიხილა

დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილებისა და ნებართვის გაცემის წესის შესახებ საკანონმდებლო რეგულაციას, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივა ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ და თანმდევი კანონპროექტები განიხილეს.

საკანონმდებლო პაკეტი კახაბერ კუჭავამ წარადგინა და დეპუტატებს კანონპროექტის მიზნები და ძირითადი დებულებები გააცნო. კახაბერ კუჭავას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება - დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებები საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ, განისაზღვრება ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ნებართვის გაცემის წესი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში: გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი. ამდენად, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელი გახდა რეგულაციების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას.

წარმოდგენილ ინიციატივას თან ახლავს კანონპროექტები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს.

კომიტეტის წევრებმა დღესვე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება განიხილეს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2017 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „ბათუმის ავტობუსების პროექტი“-ს სასესხო შეთანხმებას, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, დიზელზე მომუშავე და ელექტროავტობუსების შეძენას ითვალისწინებს.

პროექტი განხორციელდება EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, სესხის სახით: 5.5 მლნ ევროა გამოყოფილი.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით მოხდება სესხის ფინანსურ პირობებთან მიმართებაში არსებული ჩანაწერების დაზუსტება და შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული შესასყიდი ავტობუსების სპეციფიკაციის ცვლილება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დან

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. საგანგებო განცხადება, დღეს მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია“ ოფისში გაკეთდა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინ

გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგები

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს - თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ 5 ჩანაწერზე საუბრისას. მისი თქმით, ის პირებ

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`