უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 თებერვალი, 2018 14:50
font-size

რეგისტრაციის გასავლელად ტაქსის მძღოლებმა შესაბამისი საფასური უნდა გადაიხადონ

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი რეგისტრაციას მოიცავს, რომელიც მოხდება შესაბამისი სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემით.

ბითაძის ინფორმაციით, რეგისტრაციის გასავლელად მძღოლებმა გარკვეული საფასური უნდა გადაიხადონ, თუმცა ის იაფი პროცედურა იქნება.

„როდესაც ვამბობ იაფი, ვგულისხმობ, რომ იქნება ადმინისტრაციული დანახარჯების თანხა, როგორც მაგალითად პასპორტს ან პირადობას ვიღებთ. მეორე ეტაპის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგრამ პირველ ეტაპს ვიდრე არ დავასრულებთ, ვერ ვიტყვით, მეორე ეტაპისთვის რომელ ვარიანტს შევარჩევთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, რეგისტრაციის გარეშე ტაქსების საქმიანობა უკანონო იქნება.

„ბუნებრივია, ასეთ დროს იქნება ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

ბითაძის თქმით, ნებართვების გაცემასა და ზოგადად ტაქსების აღრიცხვიანობას მერია დაიწყებს საპარლამენტო განხილვებისა და შემდგომ კანონის მიღების შემდეგ, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს.

საკვანძო სიტყვები:

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი