კომენტარი
რეჟიმი შეიძლება ცდილობდეს შიშის დათესვას, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ძალას - სალომე ზურაბიშვილი
სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დარბევა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა,რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ტერორი საქართველოში. დილის რეიდები სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე კიდევ ერთი ავტორიტარული მცდელობაა, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და ჩააჩუმონ დემოკრატიული ხმები. რეჟიმი შეიძლება ცდილობდეს შიშის დათესვას, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ძალას. ხალხს ვერავინ დაადუმებს!“ -წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად დღეს რამდენიმე ფონდის დამფუძნებლის საცხოვრებელ სახლებში შევიდნენ. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


