უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 სექტემბერი, 2018 17:05
font-size

რეკეტი ივანიშვილის სახელით და ბიზნესის გადანაწილების სქემა - `იბერიის` და `ომეგა ჯგუფის` საქმის სკანდალური ჩანაწერები

ახალი სკანდალური ჩანაწერები და "კურიერის" ექსკლუზივი - „იბერიას“ და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში ივანიშვილის გვარი გამოჩნდა. "კურიერს" ხელში ჩაუვარდა მორიგი სკანდალური ჩანაწერი, ჩანს თუ როგორც ცდილობს ხელისუფლება გააკონტროლოს სიგარეტის ბიზნესი და გადაინაწილოს "ომეგა ჯგუფის" წილები, რომელიც ტელეკომპანია "იბერიას" მთავარი დამფინანსებელია.

ახალ აუდიო ჩანაწერში ნათლად ისმის სახელი "ბიძინა", ასევე "უფროსი". სანდრო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ საუბრის მთავარი ფიგურანტები სწორედ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობენ.

სადრო წყაროს ინფორმაციით, აუდიოჩანაწერის მონაწილეები „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ასევე თბილისის თამბაქოს აქციონერები ვანი ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი არიან.

აუდიოჩანაწერში ფიგურანტი პირები საუბრობენ, თუ როგორ უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც პირობითად „ომეგა“ ერქმევა და სწორედ ეს სადისტრიბუციო კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ასევე თბილისის თამბაქოს მიერ წარმოებული სიგარეტის რეალიზაცია მოხდეს. შემოსული თანხა, როგორც ეს სქემიდან ირკვევა, რომელიც „კურიერს“ ფოტომასალის სახით მიაწოდეს, უნდა გადანაწილდეს სამი მიმართულებით.

შემოსული თანხის 50% უნდა წავიდეს ფონდში. საუბრის მონაწილეები პირობითად პარტიას ახსენებ და სავარაუდოდ, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩანაწერის მიხედვით 25% უნდა წავიდეს „ომეგა ჯგუფზე“, ხოლო დარჩენილი 25% დარჩება თბილისის თამბაქოს.

ჩანაწერის ფიგურანტები საუბარში ახსენებ ყოფილ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელსაც ურთიერთობების დალაგების მთავარ „ვერტიკალად“ მოიხსენიებენ.

"ირაკლი - ვერტიკალი ჩვენი ურთიერთობის როგორც მე მივხვდი შემოიფარგლება უჩათი. ამ ქუმსიშვილს ვითომ, მკაფიო მითითება აქვს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა არისო, რომ დემპინგს არ გავაკეთებინებო

ზაზა - აქამდე რომ აკეთებინებდა?!

ირაკლი - ნუ ეს ქუმსიშვილი აწვება კვოტას ამაზე, რომ დავუშვათ მეტი არ გაყიდოთ იმაზე მეტი არ გაყიდოთ.

ზაზა - დვეტიპიდიასიატი რა არის?

ირაკლი - ახლა რომ დაუბრულდეთ ამ სადისტრიბუციო კომპანიას ეგენი ამბობენ რომ არაო ეს უნდა გაკეთდესო როგორც სადისტრიბუციო კომპანია საერთოო,პროსტა ცარიელ კომპანიას რა აზრი აქვსო და არ გვინდაო, სახელის პრობლემა და დირექტორის პრობლემა არ გვაქო. ომეგა ერქვასო დირექტორი იყოსო და უბრალოდ გაიყავითო დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ერთმანეთშიო, შენ გადაწყვიტე რომელი ჯობია მაგ ორში, მაგრამ სქემა როგორ უნდა მივიდეს მაგათ უნდათ რომ იმ კომპანიაში, იმ კომპანიას ყავდეს მანქანები, შტატი, არიგებდნენ.

ზაზა - ახალს ხო არ იყიდის რა ვიცი?

ირაკლი - ახალს არ იყიდის მე ჩემსას მივცემ

ზაზა - რა სქემა აქვს რა ის არის რავიცი.
ირაკლი - აეგ არის რაც მოგიყევი ჩვენი დასალაგებელია იმიტომ რომ მე ერთი რამე ვერ გავიგე თან რაღაცნაირად კითხვა არ მინდა რო იმ კაცის ყურამდე არ მივიდეს და არასწორად არ გაიგოს რატომ კითხულობსო. ჩვენ გვჭირდება რეალური მონაცემები მაგათ უნდა უთხრათ თუ, არ ვეუბნებით რეალურად თუ არ ვეუბნებით უნდა ყველაფერი უთხრათ ჩოტკად ამდენია, ამდენია, ამდენია, ამდენია, ამდენი ეკიპაჟიასაჭირო, ამდენი კაცია ამდენი ის არის ეს არის, იმიტომ რომ კაროჩე ეს გვეუბნებიან თუ გინდათ გინდათო რა და თუ არ გინდათ და ნუ გინდათო რა ალტერნატივა სხვა არ არისო ამიტომ გვითხარით რა იქნება გაყიდვები რა, რამდენი იქნება რა თანხას უნდა ველოდოთ.

ზაზა - უჩა ის არის ხო პირდაპირ ბიძინა ფაქტიურად.

ირაკლი - ხო ეგ არის და ამბობს რომ მე მივხედავო თქვენ ნუ გეშინიათო, უბრალოდ ცარიელი კომპანია არ გვინდაო, გვინდა კომპანია, რომელსაც ექნება ფასიო რა და ამიტომ რეალური კომპანია გავაკეთოთო რა და ის იმუშაოსო სახელი ჩვენ არ გვაინტერესებსო. ეხლა არ ვიცი რა ესენი ელოდებაინ დღეს ჩვენგან პასუხს რო ვიწყებთ ამის ალბათ ეს ქუმსიშვილი არ რეკავს მაგან უნდა დაურეკოს ჩვენ კაცს, რომელიც მაგისი ნათესავია ჩვენგან ელოდებიან პასუხს, რომ ჩვენ ამ ერთობლივი საქმიანობისთვის მზად ვართ, ალბათ მერე იმას ეტყვიან ის დარეკავს და გვეტყვის რომ დავაი.

ზაზა - ეს ფონდი რა არის, ფონდი?

ირაკლი - მე ვუძახი ფონდს მაგას რა
ზაზა - გასაგებია ხო იმიტომ რომ ფონდი მე მეგონა ან საინვესტიციო
ირაკლი - მე უძახი ფონდს აბა რა დაუძახო პარტია? პარტიის დაძახება არ მინდა რა არც ლაპარაკში და არც იმაში რომ ვიღაცამ შემთხვევით არ გაიგოს რომ პარტიას ფულს ვაძლევთ, თვითონ მემგონი პარტიას უძახიან

ზაზა - პარტიას უძახიან თვითონ?

ირაკლი- მემგონი მე ვუძახი ფონდს რომ ფონდში, აბა რა დაუძახო."

წყარო: რუსთავი2

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი