უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2017 13:10
font-size

რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნა არის უსაფუძვლო - საპატრიარქოს იურისტი

საქართველოს საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარდავას განცხადებით, 8 რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის განკუთვნილი საგადასახო შეღავათების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენას, არის უსაფუძვლო.

მისი თქმით, საგადასახო შეღავათები უზრუნველყოფილია სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით.

„კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, საქართველოს ეკლესიას სახელმწიფოსთან გააჩნია ხელშეკრულება. ეკლესიას აქვს გარკვეული შეღავათების ქონის უფლება. ამიტომ მათი მოთხოვნა, რომ გათანაბრდეს დომინანტ ეკლესიათან მათი მდგომარეობა, არის სრულიად უსაფუძვლო.
მე შემიძლია გავიხსენო, რომ ბაპტისტური ეკლესია კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მსგავსი მოთხოვნით იყო გამოსული და სტრასბურგის სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა“, - განაცხადა ქარდავამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 8 რელიგიური ორგანიზაციის: სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიის“, სსიპ „ქრისტეს ეკლესიის“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონის“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციისა“ და ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი №671 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

კერძოდ, ის განიხილავს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

ხოლო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხება საპატრიარქოს შეღავათებს მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში.

რელიგიური ორგანიზაციების განმარტებით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათების დაწესება მხოლოდ საპატრიარქოსთვის დისკრიმინაციულია და უთანასწორ მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს.

ანა მებურიშვილი

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს