უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივლისი, 2019 14:03
font-size

რელიგიური უმცირესობის სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვიანი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ენას მარნეულის, დმანისის და საგარეჯოს ბენეფიციარები შეისწავლიან.

როგორც „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო ენის სწავლების პირველ საჩვენებელ გაკვეთილს ჟვანიას სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მარნეულში დაესწრნენ.

პროექტი ჟვანიას სკოლასა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, მხარეთა მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა სასწავლო რესურსი, რაც მოიცავს რელიგიური ლექსიკით გაჯერებულ სასწავლო პროგრამას და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`