უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მარტი, 2023 15:41
font-size

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი - არმაზ ახვლედიანი

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი. ამ გზას დაადეგით! ახლა განიზრახეთ, რომ ყველა, ვინც გააპროტესტა თქვენი ინიციატივა რამდენიმე დღის წინ, გაანადგუროთ. დაერიეთ სტუდენტებს, ოპონენტებს, მედიასაშუალებებს და ამის დასტურია დღეს, მაგალითად, „ფორმულა“. ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ ელოდებით, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო აღმოჩნდება ევროპის კავშირში? რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია, - ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს და იმ ადამიანებს, ვისაც სურს იცხოვრონ თავისუფალ და სამართლიან ქვეყნაში, ერთადერთ ამოცანად რჩებად „ქართული ოცნება“ გაუშვან ხელისუფლებიდან.

„თქვენ ამას არ დაუშვებთ, მე კარგად მესმის. მე ილუზია აღარ მაქვს, რომ თქვენ, თქვენი ნებით, შექმნით მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოს არჩევნებისთვის. ეს ილუზია დაიმარხა ფაქტობრივად მაშინ, როცა თქვენ ამ ბარბაროსულ კანონპროექტს დაუჭირეთ მხარი და ახლა იმის ნაცვლად, რომ გონს მოეგოთ, ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას, ბოდიში მოუხადოთ პარტნიორებს ევროპაში და ბოლოს და ბოლოს ჩვენც, ოპონენტებს, რომლებით გაფრთხილებენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა, გადახვედით გაასმაგებული ზეწოლაზე“, - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი