უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
21 მარტი, 2017 13:55
რექს ტილერსონი აპრილში რუსეთს ეწვევა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთს აპრილში ეწვევა.
ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებიათ.
„აპრილში ტილერსონი G7-ის შეხვედრაზე იტალიაში გაემგზავრება, შემდეგ კი შეხვედრებს რუსეთში გამართავს“,-განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტილერსონი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ერთხელ უკვე შეხვდა.
დიპლომატების შეხვედრა ბონში 16 თებერვალს გაიმართა.
მონიკა დავლიანიძე