უკან

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2016 12:20
font-size

რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შეაფასოს სირიის მოვლენები

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საქართველოს, როგორც მსოფლიოში მშვიდობის მხარდამჭერ ქვეყანას, აქვს ვალდებულება გამოხატოს საკუთარი პოზიცია სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მედიანიუსი პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში მიმდინარე მოველენების გამო და მიაჩნია, რომ საქართველოს, როგორც მსოფლიოში მშვიდობის მხარდამჭერ ქვეყანას, აქვს ვალდებულება გამოხატოს საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

წარმოუდგენელი და მიუღებელია რუსეთის საერო თუ სასულიერო პირების შეფასებები ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვასთან დაკავშირებით და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შეფასება, როგორც თავდაცვითი ომის.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შეაფასოს მომხდარი მოვლენები და დაგმოს რუსეთის ამ ფორმით მონაწილეობა სირიის სისხლიან კონფლიქტში, რომელიც დიდი ხანია გასცდა სამოქალაქო ომის ფარგლებს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, შეუერთდეს ევროპის პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და კიდევ ერთხელ გამოხატოს საკუთარი მყარი პოზიცია მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და მშვიდობისათვის გაერთიანებული ძალების გამყარებისათვის.

საქართველოს მოქალქეები გამოხატავენ სურვილსა და მზაობას შეიფარონ ლტოლვილი ბავშვები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ იმსჯელოს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და მიიღოს გადაწყვეტილება რა ფორმით შეგვიძლია დავეხმაროთ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს“, _ ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ

საქართველოში აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

27 მაისი, 2020 , 20:12

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს ტელეფონით ესაუბრა

27 მაისი, 2020 , 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან