უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია პრემიერის მიერ გაცხადებულ პიარ აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს - ხათუნა სამნიძე
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით,პარტია არ გეგმავს პრემიერის მიერ გაცხადებულ პიარ აქციაში მონაწილეობის მიღებას.
ამის შესახემ სამნიძემ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი.
„რესპუბლიკური პარტია არ გეგმავს, რომ ამ ტიპის პიარ აქციაში, პრემიერისგან გაცხადებულ ინიციატივაში, მიიღოს მონაწილეობა. შექმნილი ვითარება არ მაძლევს არანაირ საფუძველს ვიფიქრო, რომ „ქართული ოცნება“, ეს პოლიტიკური გუნდი მზად არის ფართო, პოლიტიკური კონსენსუსისთვის“,-აღნიშნა სამნიძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი გახარებულია იმით, რომ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
„ამ პოზიციიდან ლაპარაკი ფართო კონსენსუსზე და ჯგუფის შექმნაზე, რომლის ფორმატიც საერთოდ გაუგებარია და მასზე არაფერი არ ვიცით, რესპუბლიკური პარტია არ გეგმავს ამაში მიიღოს მონაწილოება“,-განაცხადა სამნიძემ.
მონიკა დავლიანიძე