უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 აგვისტო, 2016 18:20
font-size

რესპუბლიკური პარტია ცესკო-ს მიერ მიღებულ დადგენილებას სასამართლოში ასაჩივრებს

უსუფაშვილი-რესპუბლიკელები, ცესკო-ს გუშინდელ გადაწყვეტილებას, პარტიებისთვის კენჭისყრის გარეშე საარჩევნო ნომრის მინიჭების შესახებ მიღებულ დადგენილებას, სასამართლოში ასაჩივრებენ.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ სასამართლოში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით ცესკომ საარჩევნო კოდექსის მე-119 მუხლი დაარღვია.

„ჩვენ ვასაჩივრებთ გუშინ სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს გადაწყვეტილებას , დადგენილებას, სადაც მან მიიღო მიკერძოებული გადაწყვეტილება, უკანონო გადაწყვეტილება და მიანიჭა რიგ პარტიებს ის შესაძლებლობა რომ წილისყრის გარეშე აიღონ მათ საარჩევნო ნომერი. ეს არის ცალსახად საარჩევნო კოდექსის მე-119 მუხლის დარღვევა. ამას ვასაჩივრებთ და ვითხოვთ ამ დადგენილების გაუქმებას“,-განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს განმარტებით, კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება თანაბარი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად მიიღო.

„ვინაიდან 2016 წლის 8 ოქტომბერს იმართება საპარლამენტო არჩევნები, რიგგარეშე და საკრებულოს ადგილმონაცვლის არჩევნები, შესაძლებელია შექმნილიყო სიტუაცია, როდესაც პოლიტიკურ სუბიექტებს ერთ არჩევნებში ესარგებლა ერთი ნომრით, ხოლო მეორე არჩევნებში სხვა ნომრით. შესაბამისად, ეს გამოიწვევდა დაბნეულობას და შექმნიდა უხერხულობას საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას“,-განაცხადეს ცესკო-ში.

ცესკო-ში სხდომის ჩატარებამდე ახალი მემარჯვენეები და პატრიოტთა ალინსის წევრები აცხადებდნენ, რომ სუბიექტისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭება წილისყრის გარეშე უნდა მოხდეს, რადგან, მათი თქმით, მათ უკვე მინიჭებული აქვთ 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების შედეგად საარჩევნო ნომერი და გასულ წლებშიც ამ ნომრით იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპუბლიკურ პარტიაში კი, პირიქით საუბრობდნენ იმაზე, რომ საარჩევნო კოდექსის 119 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები წილისყრით უნდა მიენიჭოთ 2-დან 8 სექტემბრამდე პერიოდში. წილისყრის გარეშე რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვს მხოლოდ იმ სამ პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

მონიკა დავლიანიძ

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი