უკან

პოლიტიკა

6 აპრილი, 2017 14:15
font-size

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ე.წ. მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სასამრთლოში 20 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანა

დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 20 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს.

„რესპუბლიკელების“ წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს და არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

„იმ დებულებების გასაჩივრებას მოვითხოვთ, რომლებიც ხელყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ეს გამოიხატება იმაში, რომ ისეთ უწყებას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს ადამიანებს, რომლებიც სუს-ის დაქვემდებარებაშია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ამ სისტემის არსებობა არ შეიძლება და არაკონსტიტუციურია. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ისევ გააუქმებს ამ კანონს, იმიტომ რომ კანონმა არ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა. ჩვენ 20 ინდივიდუალური სარჩელი წარმოვადგინეთ", - განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. 20 მარტს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა ორი დღის შემდეგ დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ხელი მოაწერა ე.წ. ფარული მოსმენების კანონს, ხოლო 31 მარტს ის ამოქმედდა.

აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე