უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2018 17:00
font-size

რესტრუქტურიზაცია არის კანონით გაწერილი და ის ,,რაიმე უკეთესი“, არის უკანონო - ნატო ჩხეიძე

პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოში დღეს შექმნილი ვითარებით. ბევრი კითხვა ჰქონდა, ამ კითხვებზე მე გულწრფელად ვუპასუხე და პრეზიდენტმა გამოიტანა დასკვნა, რომ აუცილებელია დაცული იქნას ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ბიზნესი, და რომ ის მაქსიმალურად შეეცდება მისი კომპეტენციის ფარგლებში, რომ ეს გააკეთოს, - განუცხადა ჟურნალისტებს იბერია ტვ-ს დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც არხის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნატო ჩხეიძის თქმით, პრეზიდენტს მიაწოდა ის ინფორმაცია, რითიც ის დაინტერესდა. აქვე, ,,იბერიას“ დამფუძნებელი გამოეხმაურა ბოლო დღეებში გავრცელებული აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას.

,,რაც გავიდა ეთერში, პრეზიდენტს იმასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვა, რომ რა დროის შეიძლება იყოს ეს ჩანაწერები და მეც იმის შესაბამისად, რაც ვიცი და რასაც ვგრძნობ, გავეცი პასუხი. რაც ქალბატონმა ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ 5 წლის წინანდელია, ეს ასე არ არის, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. არც 5 წლის წინ, არც 3 წლის წინ და არც 2 წლის წინ არ არის ჩაწერილი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ამასთან, იბერია ტვ-ს დამფუძნებელი არ აკონკრეტებს რა პერიოდშია ჩაწერილი რეალურად ის აუდიომასალები, რომელშიც უჩა მამაცაშვილი და დავით ყიფიანი ფიგურირებენ. ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ დაელოდება, რას იტყვიან საგამოძიებო უწყებები.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი აღნიშნული მასალების გამოძიების საკითხზე, რადგან როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, ეს არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა.

იბერია ტვ-ს დამფუძნებელმა აქვე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გამოძიების მოთხოვნით, პირადად ის, არასდროს არ მიმართავს საქართველოში საგამოძიებო უწყებებს.

,,მათი გამოძიება სწორედ ეს არის - 5 წლის წინანდელიაო. ან მიზანმიმართულად თქვეს ეს და ქალბატონ ჩუგოშვილს ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს გასავრცელებლად, ან ძალიან არაკომპეტენტურები არიან. ერთიც სამწუხაროა ჩემთვის და მეორეც. ამიტომ, მე პირადად არ ვფიქრობ, რომ მათთან მქონდეს რაიმე ურთიერთობა“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე საქმის კურსშია ჩაყენებული დიპლომატიური კორპუსიც და ის მზად არის საკითხზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა პირთან ისაუბროს.

რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდის წევრების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მედიას შანტაჟის იარაღად იყენებს ,,ომეგა ჯგუფი“ ფინანსური ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ნატო ჩხეიძის შეფასებით, მმართველ პარტიაში უბრალოდ არ აქვთ სხვა კომენტარი და განმარტება იმისა, თუ ,,გაცხადებულ სურვილზე, რომ ეს ვალდებულებები იქნას დაფარული, რატომ არ აძლევენ დასტურს.“

,,ამის ახსნა მათ არ შეუძლიათ. ამიტომ, უნდათ, რომ ასეთი შავი პიარით იმოქმედონ“, - აღნიშნა ჩხეიძემ.

ის აქვე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ,,ომეგას“ რესტრუქტურიზაციაზე უკეთესი პირობები შესთავაზეს.

,,ჟურნალისტებს გეკითხებით, თქვენ გჯერათ, რომ კომპანია მიმართავს და ისინი რესტრუქტურიზაციაზე რაიმე უკეთესს სთავაზობენ? რესტრუქტურიზაცია არის კანონით გაწერილი და ის ,,რაიმე უკეთესი“ , არის უკანონო“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, განმარტებისთვის, თუ რას ნიშნავს, შეთავაზებული ,,რაიმე უკეთესი“ პირობა, თავად ფინანსთა მინისტრს დაუსვან.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი