უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
8 აპრილი, 2017 16:50
რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოს წევრები გახდნენ
დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე მეოცე კონფერენციაზე კენჭისყრით იუსტიციის საბჭოს ორი ახალი მოსამართლე შეარჩიეს. რევაზ ნადარაიამ 195 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ - 196.
თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურათ პაატა სილაგაძესა და ილონა თოდუას.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული კომიტეტის წევრად მერაბ ლომიძე აირჩიეს. ხმის დამთვლელი კომიტეტის წევრები იყვნენ: კობა გოცირიძე, გოჩა აბუსერიძე, მირანდა ერემაძე, ლაურა მიქავა და თამარ ბურჯანაძე.
კენჭისყრაში სულ 206 მოსამართლე მონაწილეობდა.
ანა მებურიშვილი