უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 იანვარი, 2020 16:40
font-size

„რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო

ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციური გუშაგთა კორპუსი“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს.

ამის შესახებ „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ამირ ალი ხაჯიზადემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად მიიღო.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა განაცხადა, კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სრულად იღებენ და მზად არიან, ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.

შეგახსენებთ, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

20 იანვარი, 2020 , 10:50

"ჩრდილოვანი მმართველი" - ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო მედიასა, თუ პირად საუბრებში ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც მოლდოვას 9 წლის განმავლობაში არაფორმალურად მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა, რო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა

16 იანვარი, 2020 , 17:51

რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი

რუსეთის მთავრობა გადადგა

15 იანვარი, 2020 , 17:50

რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმა

ფილიპინებზე ვულკან ტაალიდან ლავა მოედინება

14 იანვარი, 2020 , 11:55

ფილიპინებზე ვულკან ტაალიდან ლავა მოედინება. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ უახლოეს საათებში ვულკანიდან მასშტაბური ამოფრქვევაა მოსალოდნელი. მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე 16 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შექმ

დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა - ვლადიმირ ზელენსკი

11 იანვარი, 2020 , 12:25

ირანის აღიარების შემდეგ ვლადიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირა

ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო - ირანის პრეზიდენტი

11 იანვარი, 2020 , 11:52

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო. „ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`