უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

22 სექტემბერი, 2017 11:05
font-size

რეზოლუციებითა და განცხადებებით იკრიბება საქართველოს პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე - კახა იმნაძე

გაერო-ში საქართველოს ელჩის, კახა იმნაძის განცხადებით, გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციაზე მუშაობა მთელი წლის გამავლობაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ორმხრივი შეხვედრები, რომელიც საქართველოს დელეგაციას, პრემიერის ხელმძღვანელობით ჰქონდა, ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

ამის შესახებ იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფაქტია, რომ გაერო-ს სისტემაში არსებობს ორი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება - ერთი ნიუ იორკში, მეორე კი ჟენევაში. ამით კიდევ ერთხელ ხდება მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილება. რეზოლუციის წინააღმდეგ არის გააფთრებული ბრძოლა ჩვენი კონკურენტების, რუსეთისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან. საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობს ამ წესებით. ასე, რეზოლუციებითა და განცხადებებით იკრიბება საქართველოს პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომაც ამ რეზოლუციას აქვს თავისი მნიშვნელობა. რეზოლუციაზე მუშაობა არ მიდის მხოლოდ წინა დღეს, ეს არის მთელი წლის მუშაობის შედეგი. ის ორმხრივი შეხვედრები, რომელიც საქართველოს დელეგაციას, პრემიერის ხელმძღვანელობით ჰქონდა, ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე“,- აღნიშნა იმნაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ საპასუხო სია შექმნა - სიაშია მიხეილ სააკაშვილი, თენგიზ კიტოვანი და ირაკლი ოქრუაშვილი

14 ივლისი, 2018 , 11:25

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე-ფაქტო პარლამენტსა და მთავრობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ 26-კაციანი „ხიშბა-სიგუას“ სია შესთავაზა.  განცხადება Нужная Газета-მ გაავრცელა.

საქართველოს მიერ ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ არ გასცა ნათელი პასუხები კითხვაზე, იყო ნაწამები თუ არა ტატუნაშვილი - ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი

11 ივლისი, 2018 , 12:30

„ქართული მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს“, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფო

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ახრისის მცხოვრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

6 ივლისი, 2018 , 12:55

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 30 წლის პაატა არაქელოვია. მომხდართან დაკავშირებით, ადგილ

ოკუპირებულ ახალგორში 25 წლის საქართველოს მოქალაქე მარიხუანის უკანონო ფლობისთვის დააკავეს

30 ივნისი, 2018 , 16:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მილიციამ საქართველოს 25 წლის მოქალაქე მარიხუანის არაკანონიერი ფლობისთვის დააკავა ახალგორში. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „მილიციის თანამშრომლებმა T

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა

27 ივნისი, 2018 , 17:20

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ფორმატის დატოვების გამო ჩაიშალა 27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და

სოფელ მერეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა 22 წლის ბიჭი გაიტაცეს

23 ივნისი, 2018 , 12:50

ე.წ. რუსმა მესაზღვეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 22 წლის გიორგი გორგიშელი გაიტაცეს. გორგიშელი გორის რაიონის სოფელი მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. თავის მხრივ საოკუპაციო რეჟიმის

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან