უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 თებერვალი, 2020 17:35
font-size

რეზოლუციის ჩავარდნა არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა - დავით სონღულაშვილი

„ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას - დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გიგი უგულავას პატიმრობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

„ევროპარლამენტარები მზად არიან ჩამოვიდნენ ამ მისიის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 12:16

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი - შალვა ნათელაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 18:36

“მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ღმერთის ნება”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვ

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:34

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:23

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შ

მთავრობამ ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც - რომან გოცირიძე

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლე

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

25 სექტემბერი, 2020 , 15:30

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე