უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მარტი, 2018 13:00
font-size

რეზოლუციის ტექსტის 95%-ზე ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ - ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტის 95% შეთანხმებულია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.

„მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთ რეზოლუციას. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არა მგონია, წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ტექსტის უდიდეს ნაწილზე, 95%-ზე ფაქტობრივად, შეთანხმებული ვართ და სულისკვეთება არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, ემხრობა თუ არა დეპუტატი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს არგუმენტები, რომელზეც შეიძლება მსჯელობა სესიის ფორმატში.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ თავ-თავიანთი რეზოლუციები წარადგინეს ტატუნაშვილის საქმეზე. უმრავლესობა ითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას, ხოლო ოპოზიცია - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიის შექმნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ორივე მხარე რეზოლუციის ერთიან ტექსტზე მსჯელობს.

პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

26 იანვარი, 2021 , 17:52

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. პრეზიდენ

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

26 იანვარი, 2021 , 17:13

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უ

ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია

26 იანვარი, 2021 , 17:07

საქართვლოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობას აფასებს. ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასა

“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს

26 იანვარი, 2021 , 16:52

ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს, სადაც მიმართავენ ქართულ ოცნებას, დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ისინი კვლავ მოუწოდებენ მმართველ პარტიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

25 იანვარი, 2021 , 17:05

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებ

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

25 იანვარი, 2021 , 17:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრა