უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2018 17:00
font-size

RIA ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციტივების ეფექტიანობის შეფასებისთვის - ირაკლი კოვზანაძე

რეგულირების გავლენის შეფასების (RIA-ს) დანერგვის ვალდებულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტში მიმდინარე სემინარზე - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება“.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ 2013 წლის სამთავრობო პროგრამაში ჩაიდო ვალდებულება RIA-ს სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიზანია ახალი და არსებული საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე.

„RIA იძლევა საშუალებას, რომ ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ განისაზღვროს მოსალოდნელი შედეგები, წინასწარ გავთვალოთ ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეგულირების გავლენის ანალიზი გაცილებით ეფექტიანია, თუ ის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ხორციელდება. საქართველოში RIA-ს დანერგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების და საკანონმდებლო დაახლოების პროცესში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, უახლოეს დღეებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მთავრობიდან განსახილველად შევა ქვეყნის 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD), გარდა ამისა, მოისმენენ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშებს

„მიმაჩნია, რომ ყველა ამ მიმართულებით, ისევე როგორც სახელმწიფო აქტივების ფლობისა და სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, RIA-ს პრაქტიკის დანერგვა ჩვენს საქმიანობას გაცილებით ეფექტიანს გახდიდა“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ორდღიანი სემინარი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, „საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის“ (ECPRD) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ ავსტრიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, პორტუგალიისა და იტალიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

ახსენით, საიდან ააშენეთ, საიდან დააგროვეთ ამდენი კაპიტალი, საიდან მოიხვეჭეთ ამდენი - გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის წევრებისგან განმატებას ითხოვს

22 ოქტომბერი, 2018 , 13:45

მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა მედიაში გავცრელებულ ინფორმაციას მაღალჩინოსნების სასახლეების შესახებ. მისი თქმით, მმართველ

რუსეთის ფედერაცია საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს - დავით ბაქრაძე

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდ

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს - ფრენსის ფუკუიამა

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

„მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს“, - ამის შესახებ პოლიტიკური მეცნიერებების ამერიკელმა მკვლევარმა ფრენსის ფუკუიამამ თბი

კონკრეტული საქმის გამოძიებაზე მთავრობის წევრის, განსაკუთრებით კი მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება ზოგადად არ არის ხოლმე საუკეთესო პრაქტიკა - თამარ ჩუგოშვილი

22 ოქტომბერი, 2018 , 11:55

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, გავრცელებულ ჩანაწერებზე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება მიზანშეწონილი არაა. ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტს კონკრეტული საკითხის გამოძიების

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას - ნიკა გვარამია

22 ოქტომბერი, 2018 , 11:25

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას“,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში

როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული - გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)

22 ოქტომბერი, 2018 , 11:25

როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში P.S. განაცხ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`