უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ნოემბერი, 2020 17:56
font-size

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

"ჩვენთვის არის ერთადერთი წითელი ხაზი, რაც არის დაკავშირებულ რიგგარეშე არჩევნებთან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა,“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი.

გამოკვეთილია უკვე სურათი, ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის "ევროპული საქართველო", რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან. აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

20 იანვარი, 2021 , 16:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მულმანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანო

`გირჩი` პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან `მოქალაქეების` და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს -ალექსანდრე რაქვიაშვილი

20 იანვარი, 2021 , 15:00

"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალე

ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ... გარიყვებისა და გამორიყვების არც გვეშინია და გვეცინება - ალეკო ელისაშვილი

20 იანვარი, 2021 , 14:05

ვიცით, რასაც გავაკეთებთ და ამაზე სულ რამდენიმე დღეში ვიტყვით. „ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერ

უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა - ზაალ უდუმაშვილი

20 იანვარი, 2021 , 14:05

უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა, რადგან საბოლოო ჯამში საზოგადოება გადაწყვეტს, ვისი პოზიცია უფრო გამართლებულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზა

პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება - მამუკა ხაზარაძე

20 იანვარი, 2021 , 11:05

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავ

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე

19 იანვარი, 2021 , 14:40

გვინდა მესამე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნა.,მოლაპარაკებები არის როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე საზოგადოების აქტიურ წევრებთან, რომლებიც საჯარო სივრცეში ჩანან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის&