უკან

კომენტარი

7 თებერვალი, 2017 14:00
font-size

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში საკონსტიტუციო კოლიზიას გამოიწვევს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიის იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და პირველი პირის არჩევის წესს ეხება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ეს ქვეყანაში საკონსტიტუციო „კოლიზიას“ გამოიწვევს.

„ თეორიულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე პოლიტიკოსი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს სცენარი, როგორც ეს საზოგადოებისთვის იყო მიწოდებული, ასეთი მარტივი არ არის ბევრი ვითარებიდან გამომდინარე. თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ კონსტიტუცია გადადის ერთი ფორმიდან მეორეში, იქ, ბუნებრივია, გარკვეული უფლებამოსილებების თემებიც იქნება, რომლებიც იცვლება. ამ პროცესში ხელოვნურად საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ბუნებრივია, მისი ჩატარების შემდეგაც, ქმნის კონსტიტუციურ კოლიზიას, იმიტომ რომ ერთი კონსტიტუციით მოხდება არჩევა, ხოლო მეორე კონსტიტუციის თანახმად შევა პრეზიდენტი ძალაუფლებაში. ეს კოლიზია იქნება. საერთოდ რიგგარეშე არჩევნები არის ქვეყნის ნორმალური საარჩევნო დინამიკიდან გადახვევა, სტაბილურობისა და დაცულობის თვალსაზრისითაც“, - განცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ის გადადგომას არ აპირებს.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება საზოგადოებას , მისი არჩევითობა სჭირდება საზოგადოებასა და პოლიტიკურ სისტემას, ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ და არ დავაყენოთ ახალი პოლიტიკური ვითარება ე.წ. „სათადარიგო შესავლელიდან“. ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი სტილი, შესაბამისად, არგუმენტები, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგას ჯერ ერთი, აპრიორი, არასწორია დღეს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ის ბრძოლა, რომელსაც ჰქვია პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურობის დაცვა და შენარჩუნება ამ სახელმწიფოსთვის, ეს დებატები და საუბრები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. თავიდანვე კაპიტულანტურად იმაზე ლაპარაკი, მერე რას ვიზამდი, დღეს არასწორია, მაგრამ პიროვნულადაც არ ვარ მიდრეკილი ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად“, - თქვა მარგველაშვილა ტელეკომპანია “იბერიასთან“ საუბრისას.

ტელეკომპანია „იბერიასთან“ პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „გაზპრომზე“, გია ცერცვაძის საქმეზე , „რუსთავი 2-ზე“, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვიზალიბერალიზაციაზე.

ანა მებურიშვილი

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა

რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, არიან უცოდინარები, უმეცრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ

ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - გია ვოლსკი

16 ივლისი, 2019 , 16:45

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამად

დაშლა ამ მიტინგისა აშკარად შეიცავდა ძალის არაკანონიერი გამოყენების ნიშნებს - კობა ნარჩემაშვილი

15 ივლისი, 2019 , 16:20

20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევაზე, დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი იზიარებს. ამ წინადადების პარლამენტში დაყენებას &bdqu

სასამართლო სისტემა იქცა უბედურებად - ლევან გოგიჩაიშვილი

15 ივლისი, 2019 , 15:30

„სასამართლო სისტემა იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა,“ - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. გოგიჩაიშვილი

ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ, ეს ასე არ მოხდება - მამუკა ბახტაძე

15 ივლისი, 2019 , 12:55

ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვარიანში, 20-21 ივნისის მოვლენებ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს